შაბათი, ივლისი 18, 2026

ისტორიაში პირველად საქართველომ პარაკანოეში მედალი მოიპოვა


ისტორიაში პირველად საქართველომ პარაკანოეში მედალი მოიპოვა

ისტორიაში პირველად საქართველომ პარაკანოეში მედალი მოიპოვა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. "პოლონეთის ქალაქ პოზნანში მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს პარაკანოეში. საქართველოს სახელით მოასპარეზე პარასპორტსმენმა სერჰი იემელიანოვმა (KL3 კატეგორია) 200-მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი დაიკავა. პარაკანოეში ეს საქართველოსთვის მოპოვებული პირველი მედალია. სპორტსმენმა 200-მეტრიანი დისტანცია 40,77 წამში დაფარა და ოქროს მედალს დაეუფლა",_ აცხადებს სპორტის სამინისტრო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია