- ივნისი 08, 2026
ისტორიაში პირველად, ქართველი ფეხბურთელი FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელების ათეულშია
- იანვარი 16, 2024
- , პოლიტიკა
ლონდონში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონია – „The Best FIFA Football Awards 2023“ გაიმართა. საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს. საქართველოს ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის“ წევრი 7 ქულით სიაში მე-10 ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფინალშიც გავიდა და საბოლოოდ მე-17 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაზე 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა. საუკეთესოთა დაჯილდოებაზე რჩეულებს ეროვნულ ნაკრებთა კაპიტნები, მწვრთნელები, მედია და გულშემატკივრები ირჩევენ.