- ივნისი 08, 2026
ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ
- სექტემბერი 15, 2022
- , პოლიტიკა
მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას უმატებენ ცხიმიან ხორცს, ხორციან საკვებს, თევზს, ასევე სალათის სოუსებს. სოფლის ხაჭო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო საკვებია გულისათვის, რადგან მასში ნაკლებია ცხიმები, მაგრამ ბევრია კალცი და ცილები. ჟელატინი იყიდება ფირფიტებით და გრანულებით. ერთი ფირფიტა ჟელატინი როგორც წესი, 2 გრამი გრანულირებული ჟელატინის ტოლია. ღვინოსთან ერთად არ უნდა მიირთვათ თევზის ცხიმიანი სახეობები. ტორტებისა და ნამცხვრების კლასიფიკაცია გამოცხობის ტიპის მიხედვით ხდება. ტორტები არსებობს: ბისკვიტის, ფენოვანი, მოხარშული, კაკლის, ცილის, შაქრის, ვაფლის და კომბინირებული. თითქმის ყველა მათგანის შემადგენლობაში შედის შაქარი, ფქვილი, კვერცხი, ხოლო თაფლის ტორტებში რა თქმა უნდა თაფლიც. გარდა ძირითადი შემადგენლობისა, ტორტს შეიძლება დაემატოს: ცხიმი, არაჟანი, კაკალი, ხილი, სპირტიანი სასმელები (კონიაკი, ღვინო), სანელებლები და სხვა. [simple-author-box]