შაბათი, ივლისი 18, 2026

ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა


ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის გარდაცვალების შემდეგ ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. ინფორმაციისთვის, რაისი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთ ირანის მთიან რაიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან ერთად. აიათოლა ხამენეიმ თქვა, რომ სამძიმარი გამოუცხადა „ირანის ძვირფას ხალხს“. 63 წლის ბატონი რაისი უზენაესი ლიდერის პოტენციურ მემკვიდრედ მოიხსენიებოდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია