შაბათი, ივლისი 18, 2026

ირანმა წითელი ხაზები გადაკვეთა და ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის_ ისრაელის თავდაცვის მინისტრი


ირანმა წითელი ხაზები გადაკვეთა და ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის_ ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, სამოქალაქო ცენტრებზე სარაკეტო დარტყმებით ირანმა „წითელი ხაზები გადაკვეთა“. მისი თქმით, თეირანი თავისი ქმედებებისთვის „ძალიან მძიმე ფასს“ გადაიხდის. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ჯამში 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. არსებული ცნობებით, რაკეტებით ჩამოვარდნის 9 ლოკაცია არსებობს. 15 ადამიანი დაშავდა, რომელთა უმრავლესობას მსუბუქი დაზიანებები აქვს. ირანის სახელმწიფო მედიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თეირანმა ისრაელის მიმართულებით „ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტა” გაუშვა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია