- ივნისი 08, 2026
ირანმა ისრაელზე მორიგი მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელა – არიან დაღუპულები და დაშავებულები
- ივნისი 16, 2025
- , პოლიტიკა
ირანმა ისრაელზე კიდევ ერთი მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელა — აფეთქებების ხმა გაისმა ქვეყნის მრავალ რაიონში. The Times of Israel-ისა და CNN-ის ინფორმაციით, თავდასხმის მთავარი ობიექტები იყო თელ-ავივი და ქალაქი ჰაიფა, სადაც მდებარეობს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა, მსხვილი პორტი და საზღვაო-სამხედრო ბაზა, აგრეთვე თელ-ავივის შემოგარენი. ორგანიზაცია “მაგენ დავიდ ადომ”-ის მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა ირანული ბალისტიკური რაკეტების შედეგად, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა.