შაბათი, ივლისი 18, 2026

ირანელი დეპუტატი: ვინც ტრამპს მოკლავს 3 მილიონ დოლარს გადავუხდი


ირანელი დეპუტატი: ვინც ტრამპს მოკლავს 3 მილიონ დოლარს გადავუხდი

ირანის პარლამენტის დეპუტატმა აჰმად ჰამზემ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობისთვის ჯილდოს დაწესების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ირანული სააგენტო ISNA იტყობინება. „პროვინცია კერმანის ხალხის სახელით 3 მილიონ დოლარს გადავუხდით მას, ვინც ტრამპს მოკლავს“, - განაცხადა ჰამზემ. თუმცა, მან არ დააზუსტა მოანწილეოენ თუ არა ამ ინიციატივაში ირანის სასულიერო პირები. ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანის ტრამპის ბრძანებით 3 იანვარს ერაყში, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან მოკლეს. რომლის გამო გენერლის მკვლელობისთვის შურისძიების პირობა დადო, 8 იანვარს კი ირანმა ერაყში აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო იერიში განახორციელა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია