შაბათი, ივლისი 18, 2026

ირაკლი ზარქუა: „გამჭვირვალობის კანონპროექტი არის ქართული ინტერესების დამცველი ინიციატივა“


ირაკლი ზარქუა: „გამჭვირვალობის კანონპროექტი არის ქართული ინტერესების დამცველი ინიციატივა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქართული ოცნების“ ინიციატივა ქართული ინტერესების დაცვას ემსახურება, _ იუწყება 1tv.ge. „დღეს გამოაქვეყნეს მარაზმი, თურმე რუსულია იმიტომ, რომ რეგისტრაცია უნდა გაიაროს. ბიჭო, შე დალოცვილო, თუ ლენჩი ხარ, რატომ გგონია, რომ ქართველ ხალხს შეცდომაში შეიყვან? „ფარა“ ამერიკულია და რეგისტრაცია აუცილებელია. რაღაც წითელ ფონზე გამოაქვეყნეს, ეს ხომ ბოლშევიზმია, ბოლშევიკები არიან. იქ წერია, თურმე ამათ უნდათ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობაო. რატომ ვითხოვთ ევროკავშირთან და სხვა ელჩებთან დებატებს? მათ არგუმენტები არ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია