- ივნისი 08, 2026
ირაკლი კობახიძე: „პარლამენტში ამერიკული „ფარას“ კანონი დაიხვეწება, ვინაიდან ეს არის საკმაოდ უხეში კანონი“
- თებერვალი 27, 2025
- , პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან „ფარას“ კანონის შესახებ ისაუბრა. „ჩემი დამოკიდებულება იცით ამერიკული „ფარას“ კანონის მიმართ, ეს არის საკმაოდ უხეში კანონი, მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ პარლამენტში დაიხვეწება ამერიკული „ფარას“ კანონი და მოვა შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პირველად ვარიანტად „ფარას“ ზუსტი ანალოგის ინიცირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას. „ეს იქნება სწორი მიდგომა. პირველად ვარიანტად „ფარას“ ინიცირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს არის, ბუნებრივია, პარლამენტის საქმე,“- აღნიშნა პრემიერმა.