შაბათი, ივლისი 18, 2026

ირაკლი კობახიძე: გუნდის შიგნით გიორგი გახარიას ზედმეტსახელი იყო „ბოლი“


ირაკლი კობახიძე: გუნდის შიგნით გიორგი გახარიას ზედმეტსახელი იყო „ბოლი“

გუნდის შიგნით მისი ზედმეტსახელი იყო „ბოლი“ - ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა. „სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი მას ახასიათებს და ესეც არის ამის გამოხატულება. მეორე ტური არ იქნება თბილისში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ნებისმიერი ბაქი-ბუქი მეორე ტურთან დაკავშირებით, საფუძველსმოკლებულია“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია