შაბათი, ივლისი 18, 2026

ირაკლი კობახიძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს


ირაკლი კობახიძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

მთავრობის ადმინისტრაციის მოწოდებული ინფორმაციით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. "უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს, ყველას, ვინც ამ უსაზღვრო ტკივილს განიცდის", - აღნიშნავს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით პრემიერი კობახიძე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია