შაბათი, ივლისი 18, 2026

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს ხვდება


ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვდება. ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა ბათუმის „შერატონში“ მიმდინარეობს, სადაც, დღის განმავლობაში, საერთაშორისო კონფერენციაც უნდა გაიმართოს.​ იქამდე, შარლ მიშელს ოპოზიციონერებთან და საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ჰქონდა შეხვედრები. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 18 ივლისს ეწვია. დღეს ის ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს. გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისა, ის ბათუმში მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება. ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციის პანელის წევრები ფიზიკურად დაესწრებიან, ხოლო აუდიტორია ვირტუალურად შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობას.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია