შაბათი, ივლისი 18, 2026

ირაკლი ძმანაშვილის წარმატება ქართულის გამოცდაზე


ირაკლი ძმანაშვილის წარმატება ქართულის გამოცდაზე

ჩოხატაურის ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კურსდამთავრებულმა ირაკლი ძმანაშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაქსიმალური 60 ქულიდან 54 ქულა მოიპოვა. როგორც ირაკლი გვეუბნება, ფსიქოლოგობას აპირებს, თუმცა ჯერ უნივერსიტეტი საბოლოოდ შერჩეული არ აქვს. შეკითხვაზე, მარტივი იყო თუ არა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, ირაკლი ძმანაშვილი გვპასუხობს: _ შესაბამისი ცოდნითა და ემოციების მართვით ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია მონდომება და ყველაფერი კარგად ჩაივლის. "გურია ნიუსი" ირაკლის და ყველა კურსდამთავრებულს წარმატებებს უსურვებს!



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია