შაბათი, ივლისი 18, 2026

ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერები გახდნენ


ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერები გახდნენ

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერებად აირჩიეს. რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 15 ნოემბერს მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდამდე გაიზარდა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი - საპარლამენტო ოპოზიციიდან. პარლამენტში „ოცნების“ წარდგენით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან: - ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი კახიანი და არჩილ თალაკვაძე, პირველი ვიცე-სპიკერი კი გია ვოლსკია. ოპოზიციისთვის განსაზღვრულ კვოტას პოლიტიკური ჯგუფ “ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე იკავებს. მეორე კვოტისთვის ენმ-მს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარადგინა, თუმცა "ოცნება" მას მხარს არ უჭერს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია