- ივნისი 08, 2026
ინტენსიური თოვა და ქარბუქი – სად რა შეზღუდვებია დაწესებული გზებზე
- აპრილი 10, 2025
- , პოლიტიკა
რთული მეტეოროლოგიური პირობები გზებზე - საავტომობილო გზების დეპარტამეტი დაწესებული შეზღუდვების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე და ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია",_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ლიპყინული და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ2-კმ28 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.