შაბათი, ივლისი 18, 2026

ინფიცირებული ორსულების რაოდენობა უფრო და უფრო მატულობს


ინფიცირებული ორსულების რაოდენობა უფრო და უფრო მატულობს

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებული ორსულების რაოდენობა დაახლოებით 11 ათასია, - განაცხადა ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა ჟორჟოლიანმა. მისი თქმით, ეს რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. „ღუდუშაურის კლინიკაში პრენატალური სერვისი შევთავაზეთ ორსულებს, მშობიარეებს და მელოგინეებს. ისინი აბსოლუტურად იზოლირებულები არიან. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებული ორსულების რაოდენობა დაახლოებით 11 ათასია. ეს რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს. მესამე ტრიმესტრში მოსალოდნელია, როგორც ნაყოფს, ასევე დედას პრობლემები შეექმნას. ორჯერადი აცრა კარგია, მაგრამ აუცილებელია ბუსტერ დოზა. ომს რომ შევადაროთ, ეს იმას ნიშნავს ჯარისკაცს ვუთხრათ, იარაღის გარეშე იბრძოლოს“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა. წყარ: იმედინიუსი



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია