შაბათი, ივლისი 18, 2026

ინფიცირების შემთხვევების მატება შეინიშნება- ვითარება ლანჩხუთში


ინფიცირების შემთხვევების მატება შეინიშნება- ვითარება ლანჩხუთში

ლანჩხუთში ინფიცირების შემთხვევების მცირედი ზრდა შეინიშნება. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა. "ინფიცირების შემთხვევების მატებისკენ წამოვიდა ტენდენცია. ბოლო 1 კვირის განმავლობაში, 30 ივნისიდან დღემდე ინფიცირების 7 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 გუშინ დაფიქსირდა. ინფიცირებული პაციენტები ბინაზე მკურნალობენ",_ ამბობს მენაღარიშვილი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ლანჩხუთში ინფიცირების 10860 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 10770, გარდაცვლილია 83 პაციენტი. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია