- ივნისი 08, 2026
ინფიცირების შემთხვევები ოზურგეთის საჯარო სკოლებში
- იანვარი 26, 2022
- , პოლიტიკა
ოზურგეთის სასწავლო დაწესებულებებში კორონავირუსი დაფიქსირდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, კორონავირუსი მერიის საჯარო სკოლაში 2 მასწავლებელს დაუდასტურდა, რის გამოც 6 კლასი სწავლების ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა. მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა მელექედურის საჯარო სკოლაში, რის გამოც სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ინფორმაციისთვის, შეზღუდვებია დაწესებული ოზურგეთის 1-ელ საჯარო და დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლებში.