- ივნისი 08, 2026
ინფიცირების შემთხვევები ოზურგეთის საბავშვო ბაღებში
- იანვარი 31, 2022
- , პოლიტიკა
ოზურგეთში კოვიდინფიცირების დაფიქსირების გამო მე-9 საბავშვო ბაღის 1 ჯგუფი იზოლაციაში გადავიდა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საბავშვო ბაღში ინფიცირების 2 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულებიდან 1 პედაგოგია. გარდა ამისა, 27 იანვრიდან დახურულია დვაბზუს, ხოლო 26 იანვრიდან ოზურგეთის მესამე საბავშვო ბაღი. ინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია ოზურგეთის 1-ელ საბავშვო ბაღში, ნატანების, ჭანიეთის, ძიმითის, ნარუჯას საბავშვო ბაღებში. ვირუსი ასევე დაფიქსირებულია სკოლამდელი აღზრდის ცენტრშიც.