- ივნისი 08, 2026
ინფიცირების ახალი შემთხვევები ოზურგეთში
- ოქტომბერი 24, 2022
- , პოლიტიკა
ოზურგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 57 შემთხვევა, საიდანაც 9 ინფიცირებული სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენები კი ბინაზე. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 24252 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 24099 პაციენტი, გარდაცვლილია 96.