შაბათი, ივლისი 18, 2026

ინფიცირების ახალი შემთხვევები ლანჩხუთში


ინფიცირების ახალი შემთხვევები ლანჩხუთში

ლანჩხუთში, 1 ნოემბრიდან 8 ნოემბერის ჩათვლით, კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მენაღარიშვილი ამბობს, რომ ვითარება უცვლელია. "შემცირებულია მომართვიანობა, ამიტომ ნაკლებია ინფიცირების გამოვლენის შემთხვევებიც",_ ამბობს მენაღარიშვილი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 12198 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 12103, ხოლო გარდაცვლილია 83.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია