შაბათი, ივლისი 18, 2026

ინფიცირების ახალი შემთხვევები ლანჩხუთში


ინფიცირების ახალი შემთხვევები ლანჩხუთში

ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 12118 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 11986 პაციენტი, გარდაიცვალა 83. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 50 შემთხვევა. ლანჩხუთის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინფიცირების შემთხვევები არის სასწავლო დაწესებულებებშიც, თუმცა ახალი რეგულაცია არ ითვალისწინებს სკოლის ან ბაღის შეჩერებას. მხოლოდ ინფიცირებული უნდა იყოს თვითიზოლაციაში და არა მასთან კონტაქტში მყოფი პირი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია