- ივნისი 08, 2026
ინფიცირების 3 768 შემთხვევა 24 საათში- სად რამდენი გამოვლინდა
- ნოემბერი 20, 2020
- , პოლიტიკა
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა, აჭარაში - 676, იმერეთში - 541, ქვემო ქართლში - 183, შიდა ქართლში - 165, გურიაში - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 363, კახეთში - 130, მცხეთა-მთიანეთში - 96, სამცხე-ჯავახეთში - 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 24. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 008. მათ შორის 5 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 702, აჭარაში - 942, იმერეთში - 1 179.