- ივნისი 08, 2026
იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო _ ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა
- ოქტომბერი 18, 2023
- , პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო - სიტყვით გამოდის "ოცნების" თავმჯდომარე და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ირაკლი კობახიძე. სხდომას ესწრება თავად სალომე ზურაბიშვილიც. სასესიო დარბაზი დატოვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა - როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ხატია დეკანოიძემ, არმაზ ახვლედიანმა, ანა ნაცვლიშვილმა. ოპოზიციიდან დარბაზში ამ დროისათვის ალეკო ელისაშვილი, "გირჩები", ფრიდონ ინჯიას პარტია და თეონ აქუბარდია იმყოფებიან. სხდომაზე არ შესულან ფრაქცია ენმ-ის დეპუტატები, გახარიას პარტიის წევრები და "სტრატეგია აღმაშენებელი". კობახიძის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში სიტყვით სალომე ზურაბიშვილი გამოვა. კითხვებს დასვამენ დეპუტატებიც, შემდეგ კი კენჭისყრა გაიმართება, რომელზე დასწრებასაც ოპოზიცია არ აპირებს.