- ივნისი 08, 2026
იმოძრავებს თუ არა ხვალ თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებელი – “რკინიგზის” განცხადება
- მარტი 02, 2025
- , პოლიტიკა
"საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მატარებლების რეისების ნაწილი ხვალ იმოძრავებს, მათ შორისაა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის რეისიც. ხოლო მატარებლების ნაწილი ისევ არ იმოძრავებს უამინდობის გამო. "ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; №6355/6356 ქუთაისი-რიონი; №6353/6354 ქუთაისი-რიონი; №618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი; №686 თბილისი-ბორჯომი; ასევე გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო, უქმდება რამდენიმე რეისი, კერძოდ: 3 მარტს - №685 ბორჯომი-თბილისი; №682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი; №684/683 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი; №613/614 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი; აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად ანაზღაურდება",_ ნათქვამია განცხადებაში.