- ივნისი 08, 2026
ილონ მასკმა შესაძლოა, ტრამპის ადმინისტრაცია დატოვოს
- მაისი 01, 2025
- , პოლიტიკა
30 აპრილს, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე DOGE-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა შეხვედრის დასასრულს აღნიშნა: „მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. დიდი პატივი იყო თქვენთან მუშაობა, ამიტომ ყველაფრისთვის მადლობას გიხდით.“ მის განცხადებას საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა მასკს გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა: „მილიარდერმა მართლაც ბევრი რამ შესწირა და ძალიან უსამართლოდ მოექცნენ.ამ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა პატივს სცემს და აფასებს მას.თუ მას სურს, შეუძლია ჩვენი გუნდის წევრად დარჩეს.“ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.