შაბათი, ივლისი 18, 2026

ილია სულამანიძემ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა


ილია სულამანიძემ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

იტალიის ქალაქ ოლბიაში ძიუდოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს მესამე ოქროს მედალი ილია სულამანიძემ (100კგ) მოუტანა. ფინალში მან უზბეკი ძიუდოისტი რაჯაბოვი დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე დღემდე საქართველოს ყულაბაში ორი ოქროს მედალი გახლდათ. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ) გახდნენ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია