შაბათი, ივლისი 18, 2026

ილია მეორე: აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით


ილია მეორე: აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით

საქართველოს საპატრიარქო ილია მეორის წერილს ავრცელებს. "უკვე რამდენჯერმე მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით. აქ დასვენებულნი არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. სამწუხაროდ, ახლობლებსაც და ჩვენც ახლაღა მოგვეცა შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მათ. ღმერთმა მოიხსენოს ჯამბულ ბერულავა, გიორგი გაბროშვილი, ამირან მეგრელიშვილი, ნოდარ ბერია, გია ძაგნიძე, გუჯუ დარჯანია და ყოველნი სამშობლოსათვის აღსრულებულნი. ყოვლადწმინდა სამებამ მარადიული სამყოფელი სავანესა მართალთასა განუწესოს მათ უკვდავ სულებს, ხოლო ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივართ, მომადლოს მათთვის ლოცვის ძალა. გამოსვენება შედგება სამების საკათედრო ტაძრიდან ა.წ. 13 მარტს 14:00 საათზე",_ ნათქვამია პატრიარქის წერილში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია