- ივნისი 08, 2026
იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა
- აპრილი 20, 2023
- , პოლიტიკა
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ გამოცემა The Kyiv Independent-ი წერს. გამოცემა აქვეყნებს სტოლტენბერგის დღეს გადაღებულ ფოტოს, რომელზეც ის ომში დაღუპული უკრაინელების ხსოვნას პატივს მიაგებს. არც ოფიციალური კიევისა და არც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.