- ივნისი 08, 2026
იენს შპანი: გერმანია არავაქცინირებულთა პანდემიას განიცდის
- ნოემბერი 03, 2021
- , პოლიტიკა
გერმანია არავაქცინირებულთა პანდემიას განიცდის, - განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, იენს შპანმა. „ამჟამად ძირითადად არავაქცინირებულთა პანდემიას განვიცდით და ის მასობრივია. გერმანიის ზოგიერთ რეგიონში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების რაოდენობა ისევ იწურება“, - აღნიშნა იენს შპანმა. 2 ნოემბერს, გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არავაქცინირებული მოქალაქეები სერიოზული შეზღუდვების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მოსახლეობის 66% (დაახლოებით 55.5 მილიონი ადამიანი) სრულად ვაქცინირებულია.