შაბათი, ივლისი 18, 2026

იბრაჰიმოვიჩმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა


იბრაჰიმოვიჩმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 41 წლის ასაკში პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ BBC წერს. 41 წლის იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე შვედეთის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 121 მატჩში 62 გოლია. 2022-23 წლების სეზონი ის „მილანში“ ჩაატარა, თუმცა ტრავმების გამო მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საკლუბო დონეზე ის „მალმიოს“, „აიაქსის“, „იუვენტუსის“, „ინტერის“, „ბარსელონას“, „მილანის“, „პარი სენ-ჟერმენის“, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლოს-ანჯელეს გელექსის“ ღირსებას იცავდა და 866 მატჩში 511 გოლი გაიტანა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია