- ივნისი 08, 2026
იაპონიაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- ნოემბერი 29, 2023
- , პოლიტიკა
იაპონიაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. BBC-ის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. იაპონური მედიის ინფორმაციით, იაკუშიმას კუნძულთან CV-22 Osprey-ტიპის თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს. კატასტროფამდე იაკუშიმის აეროპორტმა ამერიკელი სამხედროებისგან მიიღო შეტყობინება, რომ თვითმფრინავს საგანგებო ვითარებაში დაშვება სჭირდებოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.