- ივნისი 08, 2026
იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
- დეკემბერი 24, 2024
- , პოლიტიკა
იანვარში ნუ აიღებთ ახალ ვალდებულებებს და ყველაფერი გააკეთეთ უკვე დაპირებულის შესასრულებლად. იდეალური იქნება, თუ ახალ წელს სახლიდან შორს, გარეთ შეხვდებით. ვენერას რეტროგრადულად გაშვებული „დროის მანქანა“ სულ უფრო და უფრო მატულობს. წარსულში მოგზაურობა კომფორტული იქნება, ხოლო წინა პროექტებზე , განსაკუთრებით შემოქმედებითზე, დაბრუნება წარმატებული აღმოჩნდება. ამ ინფორმაციამ შეიძლება გაგაბრაზოთ, მაგრამ უმჯობესია, იანვარი უფრო მშვიდად გაატაროთ, რადგანაც დაუგეგმავი ნაბიჯები იმედგაცრუებას მოგიტანთ. 14 იანვრიდან კი მერკური, რომელიც თქვენს ნიშანს მართავს, საერთოდ რეტროგრადული გახდება. ალბათ, გიხარიათ, რომ იანვარში ბევრი სამუშაო დღე არ არის. მით უმეტეს, რომ ეს პერიოდი აშკარად შეუსაბამო მომენტია თქვენიკარიერული ზრდისა და უფროსებთან ურთიერთობის დამყარებისთვის. მაგრამ, იანვრის ბოლო წარმატებას მოგიტანთ. ოფისი, სახელოსნო, შემოქმედებითი სტუდია - სად არის ის ადგილი, სადაც მშვიდად მიდიხარ სამუშაოდ? არდადეგების შემდეგ იქ ძალიან ბევრ დროს გაატრებთ და სავსებით შესაძლებელია, იქიდან რაღაც ბრწყინვალე იდეებით გამოხვიდეთ. წლის პირველ დღეებში სწორედ თქვენ იქნებით გართობისა თუ სამუშაო აქტივობების ინიციატორი და სულისჩამდგმელი. მაგრამ, 10 იანვრის შემდეგ უფრო მშვიდად და თავისუფლად გაატარებთ დროს. ვინტაჟური წვრილმანის ყიდვა ბაზარში ან ძველი შედევრის აუქციონზე შეძენა არის ის, რაც თქვენთვის აქტუალური იქნება. ფაქტი ერთია: იანვარში სილამაზე და კლასიკა გიზიდავთ. კატეგორიულად გაექეცით ავტორიტეტის გამომჟღავნებას რომანტიკულ ურთიერთობებში. სხვა მხრივ, კარგი თვე გექნებათ. მაგრამ თუ თხილამურებზე ფიქრობთ, უმჯობესია წყლის აირჩიოთ. მშვილდოსანი დაუღალავი საუბრები მეგობრებთან ჭიქა ღვინოზე... თქვენი იანვარი მყუდროა, მოუსვენარი და მშვიდი ძალებით სავსე. ამ პერიოდში აქტიური მოქმედებები ნაადრევი იქნება, მაგრამ მომავალი წარმატებების დაგეგმვა შესაბამისია. დინამიურ თვეს ბევრ წამოწყებაში წარმატების მოტანა შეუძლია. განსაკუთრებით მაშინ, თუ შეძლებთ და ძველ და ახალ ურთოერთობებს გადააფასებთ, არ დაიბნევით და არჩევანს გააკეთებთ. ხომ გაგიგიათ, როგორც შეხვდები ახალ წელს, მერე მთელ წელს ისე გაატარებო. ამიტომაც, შეიქმენით პოზიტიური განწყობა. წინ ნათელი და წარმატებული დღეები გელით. თვის დასაწყისი და დასასრული ხელსაყრელია, მაგრამ შუაში შესაძლოა უთანხმოება წარმოიშვას თქვენს არაცნობიერთან. აქედან კი განვითარდეს - შფოთვა, შიშები, ცუდი სიზმრები. ნუ დაემორჩილებით უარყოფით ენერგიას, იფიქრეთ პოზიტიურად და ყველაფერი კარგად იქნება.