- ივნისი 08, 2026
იაკობ ქაჯაია ფინალშია
- აგვისტო 01, 2021
- , პოლიტიკა
ტოკიოს ოლიმპიდაზე, დღეს, სტარტი ჭიდაობის ტურნირმა აიღო. კაცებს შორის პირველები ხალიჩაზე –60 და +130 კილოში მოასპარეზე სპორტსმენები გამოვიდნენ. საქართველოს სახელით იჭიდავა იაკობ ქაჯაიამ (+130 კგ.), რომელმაც ჯერ ფინელი მეტოქე დაამარცხა იოლად, შემდეგ რუსს მოუგო და 1/2 ფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე აკოსტა ფერნანდესის ძლევით ფინალის საგზური მოიპოვა. ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის რეგლამენტის მიხედვით, თითო წონაში ასპარეზობა ორ დღეზე ნაწილდება. ასე რომ, +130 კილოში ფინალური შეხვედრები ხვალ გაიმართება. ფინალში ჩვენი მეტოქე ლეგენდარული კუბელი, 38 წლის, მიაინ ლოპეზ ნუნეზი იქნება. მან ნახევარფინლში თურქი, რიზა კაიალი დაამარცხა. [sexy_author_bio]