- ივნისი 08, 2026
ია ურუშაძე: „თითოეული სფერო, სადაც დასაქმებული ვარ ის ადგილია, სადაც საკუთარი თავი აღმოვაჩინე“
- დეკემბერი 01, 2023
- , პოლიტიკა
ია ურუშაძე ბახვი ჰესისა და USAID-ის ერთობლივ პროექტში, „ჩაის გზა“ სტუმარ-მასპინძლობის კომპონენტის კოორდინატორია. ამასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენელია და მისი ძირითადი საქმიანობა ბენეფიციარებზე ზრუნვაა. ია ურუშაძის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია აგრო-მეურნეობაც. კომპანია ბახვი ჰესის ახალი პროექტის, „ჩვენი გმირები“-ს ფარგლებში გადაღებულ ვიდეო რგოლში ის რეგიონში არსებულ შესაძლებლობებსა და ამ თვალსაზრისით, „ჩაის გზის“ პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს.