შაბათი, ივლისი 18, 2026

ჰოლანდიაში საპროტესტო აქცია ძალადობაში გადაიზარდა


ჰოლანდიაში  საპროტესტო აქცია ძალადობაში გადაიზარდა

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებელი აქცია ჰოლანდიაში ძალადობაში გადაიზარდა. როგორც Euronews იუწყება, პოლიციამ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა, დაშავებულია შვიდი ადამიანი. როტერდამის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიციელებმა იარაღის აწევა საჭიროდ ჩათვალეს საკუთარი თავის დასაცავად, რადგან მომიტინგეებმა საპორტო ქალაქის ცენტრალური სავაჭრო რაიონი გაძარცვეს, ცეცხლი წაუკიდეს და სამართალდამცავებს ქვები ესროლეს. მერის ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაშავდა რამდენიმე პოლიციელი, დაკავებულია ათობით ადამიანი. ვიდეო ჩანაწერების შესწავლის შემდეგ კი დაკავებულთა რიცხვი მოსალოდნელია გაიზარდოს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია