- ივნისი 08, 2026
ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა
- აგვისტო 15, 2021
- , პოლიტიკა
ჰაიტიზე 7,2 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში უკვე 724 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, დაშავებულია სულ მცირე 2 800 ადამიანი. უცნობია დაკარგულების ზუსტი რაოდენობა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 304 დაღუპულის შესახებ. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სენ-ლუი დუ სუდიდან 12 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქ პორტ-ო-პრენსშიც. კუნძულზე ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო აღმოფხვრილი 2010 წელს მომხდარი მიწისძვრით გამოწვეული ზარალი. მაშინ სტიქიამ 200 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.