- ივნისი 08, 2026
გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე ორ ძმას მანქანა დაეჯახა _ არასრულწლოვნები ადგილზევე დაიღუპნენ
- იანვარი 08, 2024
- , პოლიტიკა
ბოლნისის სოფელ ბალახაურში გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე ორ ძმას, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების ცნობით, არასრულწლოვნები ადგილზევე დაიღუპნენ. მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ცნობილია, რომ ავარიის შედეგად ავტომობილში მყოფი კიდევ სამი პირი დაშავდა. ადგილზე მობილიზებლი იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. წყარო: მთავარი არხი