- ივნისი 08, 2026
გურიის რეგიონში არსებული სამივე მოხალისეობრივი შტაბი დღეს იხურება
- მარტი 02, 2025
- , პოლიტიკა
დაახლოებით, საღამოს 8 საათისთვის მოხალისეები რეგიონს დატოვებენ, ხოლო დარჩენილ პროდუქტებს სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დღის განმავლობაში დაურიგებენ. ჯერ-ჯერობით, არ არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენ ლოკაციაზე შეძლეს მოხალისეებმა მისვლა, თუმცა ჩოხატაურის შტაბის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 60-ზე მეტი დაზარალებულ ოჯახს დაეხმარნენ. რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, რაც ამინდის მკვეთრად ცვლილებამაც განაპირობა. შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის შემდეგ დანგრეული სახლებისა თუ სხვადასხვა შენობა-ნაგებობის აღრიცხვა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს, მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია განცხადება ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. [simple-author-box]