შაბათი, ივლისი 18, 2026

გურიის რეგიონის მეთხილე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა


გურიის რეგიონის მეთხილე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან დავით წითლიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთში თხილის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე ფერმერებმა „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით თხილის კადასტრში უკვე რეგისტრირებულია 45 000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი და პროგრამას 96 000-მდე მოსარგებლე ყავს. სახელმწიფოს დახმარების ფარგლებში, ფერმერებმა დაახლოებით 21 მილიონი ლარის ღირებულების, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატები და პესტიციდები შეიძინეს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია