- ივნისი 08, 2026
გურიის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
- ოქტომბერი 01, 2023
- , პოლიტიკა
ჩოხატაურში მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლისუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ ა.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ჩოხატაურში, სოფელ გოგოლისუბანში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს",_ აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.