- ივნისი 08, 2026
გურიაში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
- ივლისი 07, 2023
- , პოლიტიკა
გურიაში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 13 ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია; ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში. ივნისის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 70 შემთხვევაა დაფიქსირებული.