- ივნისი 08, 2026
გურიაში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 125 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტები ხორციელდება
- ნოემბერი 10, 2022
- , პოლიტიკა
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ალექსანდრე თევდორაძესთან და კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონში წყლის სისტემის მოწყობის საპროექტო-სამშენებლო საკითხებზე იმსჯელეს. ასევე, ადგილზე გაეცნენ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. გურიის სამივე მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგებისთვის საჭირო ქსელის მოწყობის სამუშაოები და მისი დასრულების შემდეგ 35 000-მდე ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყლის მიწოდება. გურიის რეგიონისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, 125 მლიონ ლარამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო. #წყალმომარაგება