შაბათი, ივლისი 18, 2026

გურიაში უმძიმეს ავარიას ძმები ემსხვერპლნენ


გურიაში უმძიმეს ავარიას ძმები ემსხვერპლნენ

ლანჩხუთში, სოფელ ლესაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა (ჩასწორება: თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავარია სოფელი ლესაში მოხდა, თუმცა, მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი ჯაპანა-ვაზისუბნის მიმდებარე ტეროტორია იყო). როგორც წყარო გვიყვება, ავარია გუშინ მოხდა. გარდაცვლილები ძმები არიან. "ერთი ძმა ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში. საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები....",-ამბობს წყარო. როგორც ირკვევა, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილები სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან იყვნენ.. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია