- ივნისი 08, 2026
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
- მარტი 12, 2024
- , პოლიტიკა
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსთან კახა დვალთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად, ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 16 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს. ჯამურად აშენდება 197 988 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 2 778 აბონენტს მისცემს ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობას და სამუშაოების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტი სრულად იქნება გაზიფიცირებული.