- ივნისი 08, 2026
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებს შეხვდა
- სექტემბერი 26, 2023
- , პოლიტიკა
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებს შეხვდა. IOM - ის წარმომადგენლებმა მხარის რწმუნებულს ანასეულში ჩატარებული სოციალურ-ეკონომიკური კვლევის შედეგები გააცნეს, სადაც მოქალაქეების მიერ გამოკვეთილ თემის გაძლიერებისათვის საჭირო პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ასევე, იმსჯელეს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის საკითხზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.