შაბათი, ივლისი 18, 2026

გურიაში მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერა გრძელდება


გურიაში მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერა  გრძელდება

გურიაში გრძელდება მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერა. ამჯერად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში 300 - მდე ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტები დაურიგდათ. სასურსათო ნობათები ბენეფიციარებს პარლამენტის წევრმა, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს. „ერთმანეთის თანადგომა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია. ჩვენ, ერთად კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. რეგიონში სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახების დახმარება ეტაპობრივად გაგრძელდება,“ - აღნიშნა გურიის მაჟორიტარმა ვასილ ჩიგოგიძემ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია