- ივნისი 08, 2026
გურიაში მცხოვრებ 43 შშმ პირს სამედიცინო ეტლები საჩუქრად გადაეცათ
- დეკემბერი 01, 2023
- , პოლიტიკა
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი და ზაზა შოშიტაიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარეს მაია კვეზერელი-კოპაძეს შეხვდნენ. გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტებისა და ასოციაციის კოორდინირებული მუშაობის შედეგად გურიაში მცხოვრებ 43 შშმ პირს სამედიცინო ეტლები საჩუქრად გადაეცათ. ასევე, სოფელ საჭამიასერის საბავშვო ბაღმა ეზოს გასართობი ინვენტარი მიიღო.