შაბათი, ივლისი 18, 2026

გურიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვიდა _ როგორ განაწილდა მუნიციპალიტეტებში


გურიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვიდა _ როგორ განაწილდა მუნიციპალიტეტებში

გურიის რეგიონში COVID19-ის საწინააღმდეგო 1100 ,,ასტრა ზენეკას“ ვაქცინა შემოვიდა. მიღებული რაოდენობიდან 600 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 300-ლანჩხუთში და 200-ჩოხატაურში განაწილდა. პირველ ეტაპზე ვაქცინაციას დაექვემდებარება სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირები: როგორც ექიმები, ასევე, კლინიკებში მომუშავე ტექნიკური პერსონალი. 15 მარტიდან ვაქცინაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კლინიკა ,,მედალფა“-ში ოზურგეთის სამედიცინო პერსონალით დაიწყება. 17 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ,,მედალფას“ კლინიკები. ვაქცინაცია გაკეთდება ორჯერადად. მეორე აცრა გაკეთდება პირველი ვაქცინაციიდან 8-12 კვირის ვადაში. COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაცია უნდა მოახდინოს სამედიცინო სფეროში დასაქმებულმა პირმა სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე: www.booking.moh.gov.ge ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID19-ით ვაქცინაციას! ვაქცინაცია ნებაყოფლობითია! _ ინფორმაციას "გურიის მხარე" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია