- ივნისი 08, 2026
“გურიაში ძალიან ბევრი პრობლემაა“ _ ხათუნა გოგორიშვილი
- ოქტომბერი 23, 2020
- , პოლიტიკა
ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების ბაღში “ევროპული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატის ხათუნა გოგორიშვილი ოფიციალურად წარადგინეს. “გურიაში, როდესაც ადამიანს ეკითხები, როგორ ხარო, ის გპასუხობს: “რაფერ ვარ...“ და მოგიყვება რაღაც ანეგდოტს და მიხვდებით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. გურიაში ძალიან ბევრი პრობლემაა. გურიაში უმუშევრობას ემატება ემიგრაცია, ამას ემატება ნეპოტიზმი, ამას ემატება სიღარიბე-სიდუხჭირე, აუტანელი ფასები, მაღალი ფასები წამლებზე. მაგრამ, მთავარი არის ის, რომ ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს 8 დღეში, არჩევნების დღეს“, _ თქვა ხათუნა გოგორიშვილმა. მისივე თქმით, გურულები ყველაზე ოპტიმისტი ადამიანები არიან.